ქარხნის დამფუძნებელი  კომპანია „AG Telekom“-ია. აღსანიშნავია, რომ „AG Microelectronics“-ის ტიპის ქარხანა ერთადერთია ამიერკავკასიაში

ქარხანაში შესაძლებელია შემდეგი პროდუქციის წარმოება: 

1. DVB-C, DVB-T/T2, DVB-S სააბონენტო მოდემები;

2. მაგისტრალური და სახლისთვის განკუთვნილი გამაძლიერებლები;

3. ოპტიკური მიმღებები, გამაძლიერებლები;

4. სააბონენტო მოდემები;

5. GSM ტერმინალი (სმარტფონები)

6. ტელევიზორები;

7. PC პლანშეტები;

8. ელექტრონული წიგნები;

9. ენერგიის ელექტრონული მრიცხველები;

10. LED ნათურები;

11. უსაფრთხოების დაცვის სხვადასახვა სისტემები.

        ქარხნის მშენებლობა დაიწყო 2013წელს, ქართველი  ბიზნესმენების მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად. დასაწყისიდანვე დაიგეგმა თანამშრომლობა მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან, Juki, Marantz, Akila, I print, UKCMT, Deps, Lentinert blobal lab llp, როგორც ტექნოლოგიური დანადგარებისა და მოწყობილობების, ასევე წარმოებისათვის საჭირო მასალებისა და მიკროელემენტების მოწოდების საქმეში.

 

 ჩვენი წარმოების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, დაწყებული მცირე საყოფაცხოვრებო ელექტრონული მოწყობილობებით(სატელევიზიო მიმღები, მოდემი, სმატრფონი, პლანშეტი, ნეტბუქი,ტელევიზორი) და დამთავრებული უახლესი მაღალტექნოლოგიური საზომი და საწარმოო მოწყობილობებით.

 

   

 

 

            კომპანია იქნება ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მუდმივი მხარდამჭერი. რისთვისაც იგეგმება სამეცნიერო და სტუდენტური, ასევე ბიზნეს ასოციაციებთან ინტეგრირებული კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების მოწყობა. კომპანიის აქვს მიზანი, იყოს ლიდერი რეგიონში აღნიშნულ ბაზარზე. მიკროელექტრონიკის განვითარება მოითხოვს მუდმივ სრულყოფას, ახალ ტექნოლოგიებს და დამატებით ინვესტიციებს.

       ოწვეულ უცხოელ კონსულტანტებთან ერთად (ჩინეთიდან, უკრაინადან, რუსეთიდან, მოლდოვადან) მიმდინარეობს თბილისის „ილიაუნი“-სა და საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გადამზადება, მიკროელექტრონული წარმოების სფეროში მათი ცოდნის ამაღლებისა და საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით. წარმოებაში დამატებით გათვალისწინებულია 80-მდე ადამიანის დასაქმება, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნებიან შრომის ღირსეული ანაზღაურებითადა თანამედროვე მოთხოვნებით გათვალისწინებული პირობებით.

      დღეს, სახელმწიფოს მიერ, წარმოების განვითარების ხელშეწყობისათვის მიმართული პროგრამა, „აწარმოე საქართველოში“, სრულად პასუხობს ჩვენს მიზნებსა და ამოცანებს. დაგეგმილი გვაქვს მთავრობის ხელშეწყობით, წარმოების განვითარება, მისი მომიჯნავე საწარმოების შექმნა. რაც ხელს შეუწყობს პროდუქციის შექმნის სრული ციკლის მოწყობას და მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ნაწარმის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას

© ყველა უფლება დაცულია AG Microelectronics. 2015